თავში

სააკაშვილის გარეშე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა - მოსამართლე

სააკაშვილის გარეშე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა
სააკაშვილის გარეშე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა - მოსამართლე

მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს.

მოსამართლის თქმით, არათუ პრეზიდენტი, არამედ რიგითი მოქალაქეც საკუთარ სასამართლო პროცესს უნდა ესწრებოდეს.

"პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ ჩემი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგებთან რაც არის დაკავშირებული ამ საკითხებზე საუბარი არ მსურს და ცუდად არ ჩამითვალოთ.

რიგითი მოქალაქე რომ იყოს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მის გარეშეც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა, მით უმეტეს როდესაც საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე", განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

ორკოდაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლეებს გაგზავნილი აქვთ მოთხოვნა, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა გადაწყვეტილებას პენიტეცნიური სამსახური იღებს, რომელმაც წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეებს შეატყობინა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო პროვოკაციების გამო სასამართლოს არ დაასწრებდნენ.

"ჩვენ მოგვივიდა ცნობა და იქ ეწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული და მეორე ეწერა, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაციები იყოსო. ახლაც გაგზავნილი გვაქვს კანონის ყველა ნორმის დაცვით მოთხოვნა მისი სასამართლო პროცესზე წარმოდგენის თაობაზე. თუ მოსამართლეს გინდა, რომ სამართლიანად განიხილო საქმე, რა თქმა უნდა შენს ინტერესში ყოველთვის შედის, რომ ის ადამიანი ვის მიმართაც არის ბრალდება წაყენებული, თავისი საქმის განხილვაში თვითონ მონაწილეობდეს", - აცხადებს მოსამართლემ ტელეკომპანია "ფორმულასთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system