თავში

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ოთხივე დაკავებულმა ბრალი აღიარა

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ოთხივე დაკავებულმა ბრალი აღიარა
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ოთხივე დაკავებულმა ბრალი აღიარა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ოთხივე დაკავებულმა - გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა ბრალდება აღიარეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

ასევე, დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაისინჯა. პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე ოთხივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების თაობაზე იშუამდგომლა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system