თავში

სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს
სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მისივე განმარტებით, ამ დრომდე საქმეში არ არის გამოკვეთილი ახალი გარემოებები, რის საფუძველზეც პირვანდელი გადაწყვეტილება შეიცვლებოდა.

ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ზურაბ და შალვა წოწორიების, გიორგი ნარიმანიძის უფლებადამცველიც დაკავებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა, თანხის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა და წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.

გამოძიება გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება, რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system