თავში

სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს

სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს
სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს. ამის შესახებ ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს წარმომადგენელს გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების ფაქტთან დაკავშირებით ელოდება და გამოკითხავენ",- განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს. 

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და დეტალურად ისაუბროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system