თავში

სააკაშვილთან კონსილიუმი არ შეუშვეს - ადვოკატი

სააკაშვილთან კონსილიუმი არ შეუშვეს - ადვოკატი
სააკაშვილთან კონსილიუმი არ შეუშვეს - ადვოკატი

გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი არ შეუშვეს. 

ორ საათიანი ლოდინის შემდეგ, ექიმებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეემოწმებინათ, უთხრეს, რომ სამუშაო საათები დასრულებულია.  

"დაცვის მხარის პოზიციით ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას. დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა მას უარი უთხრეს ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებაზე. ეს არის უკანონო და სამარცხვინო ფაქტი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system