თავში

სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი გაუუქმა - პროკურატურის განცხადება

სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი გაუუქმა - პროკურატურის განცხადება
სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი გაუუქმა - პროკურატურის განცხადება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, თბილისში, დ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ნაცნობ მ.თ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მჭრელი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება. დ.მ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, რადგან დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დ.მ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით, დ.მ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system