თავში

სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საერთო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სარჩელი შემაჯამებელი ოქმებისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, რადგან ისინი ხელისუფლების ნებას ემორჩილებიან.

"ცესკომ წინასწარ განჭვრიტა თუ რას გააკეთებდა თბილისის სააპელაციო სასამართლო, კომისიის წევრები ცინიკურად სხდომაზე ამბობდნენ, რომ წაიღეთ სასამართლოში და ნახეთ რა იქნება, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ შედეგი. ეს უწყება სამივე ინსტანციით, როგორც კი პოლიტიკურ ინტერესს ეხება საქმე მაშინვე არიან დამორჩილებულები ხელისუფლების ნებას", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცური პარტიის ლიდერების აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი შემაჯამებელი ოქმების ბალანსი რეალობას არ ასახავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system