თავში

სააპელაციომ ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების განჩინება ძალაში დატოვა

სააპელაციომ ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების განჩინება ძალაში დატოვა
სააპელაციომ ,,TV პირველიდან მასალების ამოღების განჩინება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს განჩინება, ,,TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვის შესახებ, ძალაში დატოვა.

,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, 2021 წლის 18 მარტის განჩინებით უცვლელი დატოვა შპს „ტელეკომპანია პირველთან“ დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 მარტს, "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

"ტვ პირველთან" დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system