თავში

სააპელაციო სასამართლო კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს

სააპელაციო სასამართლო კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს
სააპელაციო სასამართლო კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს

დღეიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს.

კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული მასალების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს. 

უფლებამცველი ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობასაც დააყენებს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 25 თებერვალს მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო და მას11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system