თავში

საბედისწერო თამაში "ლურჯი ვეშაპი" და პანიკა ქუთაისის სკოლაში-მოსწავლეებმა ანონიმური შეტყობინებები მიიღეს 

საბედისწერო თამაში "ლურჯი ვეშაპი" და პანიკა ქუთაისის სკოლაში-მოსწავლეებმა ანონიმური შეტყობინებები მიიღეს 
საბედისწერო თამაში ლურჯი ვეშაპი და პანიკა ქუთაისის სკოლაში-მოსწავლეებმა ანონიმური შეტყობინებები მიიღეს 

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეები ანონიმურ შეტყობინებებს იღებენ. გახმაურებული ქსელური სახიფათო თამაშის "ლურჯი ვეშაპის" ფატალური დასრულების გამო, სკოლაში ყველა შეშინებულია.

”facebook user"-ის სახელით, ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს სოციალურ ქსელში მისწერეს. წერილებიდან ირკვევა, რომ გამგზავნმა კარგად იცის ადრესატი რომელი გზით დადის სკოლაში, ვისთან მეგობრობს და გაკვეთილების შემდეგ რას აკეთებს. ამ ბუნდოვანი შინაარსის შეტყობინება სკოლის კიდევ ორმა მოსწავლემ მიიღო.

უკავშირდება თუ არა მოზარდებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ინტერნეტში სახიფათო თამაშის "ლურჯი ვეშაპის" სახელით გავრცელებულ ან რაიმე სხვა ტიპის ვირტუალურ თამაშს - საფრთხის თავიდან ასაცილებლად დირექტორმა დღეს მშობლები სკოლაში დაიბარა.

საქმე მუქარის მუხლით აღიძრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system