თავში

"საჭირო გახდა თქვენი გამოკითხვა" - მელია სუს-ში დაიბარეს

"საჭირო გახდა თქვენი გამოკითხვა" - მელია სუს-ში დაიბარეს
საჭირო გახდა თქვენი გამოკითხვა - მელია სუს-ში დაიბარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მელია Facebook-ზე ავრცელებს. 

მელიას გამოქვეყნებულ პოსტში ჩანს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის დაბარება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. 

"ჩემ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე თქვენ მიერ საჯაროდ გაკეთებული კონკრეტული განცხადებების ირგვლივ საჭირო გახდა თქვენი მოწმის საკითხით გამოკითხვა, რა მიზნითაც გვსურს, ჩაგაბაროთ წერილობითი უწყება", - წერს მელიას გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი. 

ნიკა მელიას თქმით, უწყებას სიამოვნებით ჩაიბარებს. 

"რეჟიმის პარანოია გრძელდება.

სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..

პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს...",წერს ნიკა მელია Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system