თავში

სად არის სააკაშვილი და რა ინფორმაცია აქვს შსს-ს

სად არის სააკაშვილი და რა ინფორმაცია აქვს შსს-ს
სად არის სააკაშვილი და რა ინფორმაცია აქვს შსს-ს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადეს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. 

მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ძებნილი, მის მიმართ დამდგარია განაჩენი და თუ იგი გადმოკვეთს სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინიდან არ გასულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system