თავში

სად გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

სად გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
სად გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ სასამართლო მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხვალ დარბაზში გაიმართოს და მას თავად მესამე პრეზიდენტიც დაესწროს.

"დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში.

ახლა იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ხელისუფლება ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია", - ამბობს ბექა ბასილაია.

ცნობისთვის, საუბარია ხვალ, 10 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" საქმეს ეხება.

5 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდებოდა.

როგორც მინისტრი აცხადებდა, ეს რეკომენდაცია პატიმრის უსაფრთხოებისთვის და მართლწესრიგისთვის გაიცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system