თავში

საეჭვო მანქანები ბაჩალიაშვილების სახლთან - გამოკითხვები დაიწყო

საეჭვო მანქანები ბაჩალიაშვილების სახლთან - გამოკითხვები დაიწყო
საეჭვო მანქანები ბაჩალიაშვილების სახლთან - გამოკითხვები დაიწყო

23 წლის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა გამოკითხონ. 

საქმე ეხება ავტომანქანას, რომელიც ბაჩალიაშვილებმა მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენჯერე დააფიქსირეს და საეჭვოდ ჩათვალეს. 

გამოკითხვაზე დაიბარეს ბაჩალიაშვილების მეზობლებიც.

"თვეზე მეტია რაც ეგ მანქანა მანდ იდგა, გაუჩინარებამდე, მერე გაქრა. 8 საათზე მოსული საღამოს და 3 საათზე წასული, მთელი დღე მანქანაში ზიან, ეგ მეზობლის არ იქნება"-აცხადებენ მეზობლები.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფოროსის მოადგილის, ნიკოლოზ ბაჭულაშვილის შესახებაც მიაწვიდს ინფორმაციას, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ, ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ "მისი შვილი შარში იყო".

გუშინ კი თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system