თავში

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნაცვლად 99 070 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის დეკლარირებისა, იგი ახდენდა 13 264 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის დეკლარირებას", - აღნიშნულია უწების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system