თავში

საგამოძიებო სამსხურმა ავტოსკოლის თანამშრომელი დააკავა

საგამოძიებო სამსხურმა ავტოსკოლის თანამშრომელი დააკავა
საგამოძიებო სამსხურმა ავტოსკოლის თანამშრომელი დააკავა

კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელო ზემო სვანეთში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ყალბი მოწმობები დაამზადა. დაკავებულს 4-დან 6-ს წლამდე პატიმრობა ელოდება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ,,D” კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით" - აცხადებენ უწყებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system