თავში

საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ოზურგეთის რაიონში, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, განახორციელეს ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მონტაჟი, სადაც სისტემატურად ხდებოდა სხვადასხვა ჯიშის ხის მასალის დახერხვა-დამუშავება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა უკანონოდ დამონტაჟებული სახერხი დანადგარი, აგრეთვე 0,6 კუბური მეტრი გადამუშავებული ფიცარი და 54 ერთეული დასახერხად გამზადებული მორი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287(1) მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system