თავში

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს თელავის რაიონულმა სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე წარიმართა.

გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე პატიმრობას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 35 წლის კაცი ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

 სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system