თავში

საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ report.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კახეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას - 7 303 ლარის ოდენობით. გამოძიების პროცესში ბრალდებულის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული მიყენებული ზიანი", - აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system