თავში

საქალაქო სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმეზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმეზე მსჯელობს
საქალაქო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმეზე მსჯელობს. საქმე ეხება ტელევიზიის დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს.

მოსარჩელე მხარე დღეს მტკიცებულებების გადაცემას და საკუთარი მოწმეების დამატებას მოითხოვს.

სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლის, დავით დვალის თქმით, მათ აქვთ იმედი, რომ სამართალი აღდგება და კუთვნილ წილს 60 %-ს დაიბრუნებენ. 

"უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად ეს ქონება გადადის ახალი ჰოლდინგის ხელში. ინტელექტუალური რესურსი გადადის, სიხშირე გადადის და ა.შ აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მკვეთრი მტკიცებულებები იმის, რომ ეს არის საფრთხე და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ პროცესის შეჩერება", - განაცხადა დავით დვალმა.

"რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია საქმესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ დააფიქსირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system