თავში

საქალაქო სასამართლოში, ვახო სანაიაზე თავმდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში, ვახო სანაიაზე თავმდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში, ვახო სანაიაზე თავმდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლომ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. პროკურატურა სამი ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

იზოლატორში უკვე იმყოფებოდა ბრალდებულების ადვოკატი. მისი ინფორმაციით, ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი ბრალს არ აღიარებენ. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. სამივე მათგანს პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system