თავში

საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს

საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს
საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი გიგი უგულავა დააკავეს.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციელებმა სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს.

გიგი უგულავასა და ერთ-ერთ სამართალდამცველს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. უგულავამ პოლიციას ძაღლები უწოდა. სამართალდამცველმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა, ხოლო გიგი უგულავა მისი ვინაობით დაინტერესდა. სიტყვიერი დაპირისპირება ხმაურში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ უგულავა ტერიტორიიდან გაიყვანა. 

მასთან ერთად პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ცნობისთვის, ხმაური და დაპირისპირებაა სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე, მათ დღეს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება არ ეძლევათ. აქტივისტები სასამართლოს ღობესა და დაცვის სამსახურის ჯიხურზე განთავსდნენ, რასაც სამართალდამცეველებთან დაპირისპირება მოჰყვა. მათ ჩამოსაყვანად პოლიციამ ე.წ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ისინი დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system