თავში

საქალაქო სასამართლოსთან ნიკა რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქალაქო სასამართლოსთან ნიკა რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
საქალაქო სასამართლოსთან ნიკა რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარი არხის" მეწილის, ნიკა რურუას პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

"ამ აქციით, სოლიდარობას ვუცხადებთ გიორგი რურუას და სხვა პოლიტიკურ პატიმრებს. დღეს არის გავრილოვის პატიმრების პროცესიც, ქართული ოცნების ხელისუფლება, ანადგურებს მოქალაქეებს, ანადგურებს ოჯახებს. ევროპარლამენტმაც აღიარა, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები. რაზეც რეაგირება ხელისუფლებას არ აქვს" - განაცხადა მოძრაობის აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system