თავში

საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს

​საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის
საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს

2020 წლის დეკემბერში, ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-19 ასამბლეის ფარგლებში, 6 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან აირჩევიან. ამ თანამდებობისთვის იბრძოლებს ქართველი მოსამართლეც. ამის შესახებ განცხადებას ჰააგაში ხვალ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გააკეთებს. ის დელეგაციასთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაზე მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში გაემგზავრა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის ვაკანტური ადგილებისათვის შესაფერის კანდიდატებს 123 სახელმწიფოს წარმომადგენელი შეარჩევს. ექვსიდან ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან, რადგან ვადა ეწურება ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს, რომლის შესარჩევად ეროვნულ დონეზე ჩატარდება კონკურსი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system