თავში

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - მედია

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - მედია
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - მედია

ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ის 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილია. 

ტელეკომპანიის ცნობით, შალვა მელიქიშვილი თელავიდან არის და წლების წინ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი დაახლოებით 2 საათის წინ დააკავეს.

ის შენობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა გაიყვანეს.

მანამდე კი, "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვეს მძევლებმა.

ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და აავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system