თავში

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

"საქართველოს ბანკის" ფილალზე თავდასხმისა და მოქალაქეების მძევლად აყვანის ფაქტზე ნიკა წურწუმიას აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებულის ადვოკატი მისთვის 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

მოსამართლის განცხადებით, გირაოს გამოყენების შემთხვევაში, ვერ იქნებოდა კანონის მიზნები მიღწეული.

"რის საფრთხე მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების. რაც შეეხება იმას, რომ ბრალდებულმა ამ ფორმით გამოხატა პროტესტი, მოსამართლეს მიაჩნია, რომ მას აქვს უფლება, მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ.

ბრალდებულმა დაზარალებულ მხარეს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ არ სურდა მათი სტრესულ გარემოში ჩაყენება. 

"ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი, რომ ჩემ გამო შეშინდნენ", - განაცხადა ნიკა წურწუმიამ. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება. წარდგენილი ბრალი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system