თავში

საქართველოს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

"მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებენ პროკურატურაში. 

აღნიშნული ვიდეო-მასალის ფრაგმენტები დღეს "ტვ პირველის" გადაცემა "შაბათის" ეთერში გასაჯაროვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system