თავში

სახელმწიფო ინსპექტორი: ერთ-ერთ კომპანიაში უკანონო ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა

სახელმწიფო ინსპექტორი: ერთ-ერთ კომპანიაში უკანონო ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა
სახელმწიფო ინსპექტორი: ერთ-ერთ კომპანიაში უკანონო ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა

სახელმწიფო ინსპექტორის 2919 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში 40 კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში. 

ამავე ანგარიშში განმარტებულია, რომ აღნიშნული ფაქტი კანონდარღვევად ჩაითვალა, რის გამოც კომპანიამ შეწყვიტა საჭიროების გარეშე აუდიო და ვიდეო მონიტორინგი. 

„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში. აუდიომონიტორინგი მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში მომსახურების გაწევის ხარისხისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის შინაარსის შეფასებას ემსახურებოდა. ეს ფაქტი არ ჩაითვალა კანონიერად და სადაზღვევო კომპანიას სამართალდარღვევა დაუდგინდა. ამასთან, კომპანიას დაევალა მის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე ვიდეო და აუდიომონიტორინგის გზით დაემუშავებინა იმ მოცულობის პერსონალური მონაცემები, რაც დასახულ კანონიერ მიზნებს შეესაბამებოდა (საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა). კომპანიამ შეასრულა სამსახურის მითითება და შეწყვიტა საჭიროების გარეშე აუდიო-ვიდეომონიტორინგი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system