თავში

"საქმე ეხება ტერორისტულ აქტს" - ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ

"საქმე ეხება ტერორისტულ აქტს" - ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ
საქმე ეხება ტერორისტულ აქტს - ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ამის შესახებ მან სუს-ში სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. 

ნიკა გვარამიას გამოკითხვა სუს-ში ხვალ, 7 აგვისტოს, 16:00 საათზე გაგრძელდება. 

"ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს... დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 4 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და ხვალაც გაგრძელდება. მეტის თქმა არ შემიძლია... ვერ გეტყვით ვერაფერს დეტალებში... დრო მოვა ალბათ მალე, როცა განმარტებებს გავაკეთებ", - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. სუს-ის ინფორმაციით, მან უწყებას თავად მიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system