თავში

,,საქმის დახურვა უნდათ - სტრასბურგში გავასაჩივრებ" - თეონა თამაზაშვილი

,,საქმის დახურვა უნდათ - სტრასბურგში გავასაჩივრებ" - თეონა თამაზაშვილი
,,საქმის დახურვა უნდათ - სტრასბურგში გავასაჩივრებ - თეონა თამაზაშვილი

საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის ვერსიით, დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

საგამოძიებო უწყებაში საქმის მასალების გასაცნობად, თეონა თამაზაშვილი ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა. 

თურმე ექვსი თვე ამ მოწმეების დაკითხვას მოუნდნენ, არჩევნებს დაელოდნენ, აბა ვინ გაიმარჯვებს, ეს საქმე თვითმკვლელობით დავასრულოთ თუ არაო. ჯერ არ იციან, ვისთან აქვთ საქმე, მათთვის შეიძლება ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ შეიძლება ის პატარა მოლეკულაა, რომელიც ხლეჩს ატომს. დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ და კერძო დეტექტივი რომ დამჭირდეს, ჩამოვიყვან. მათ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს დავამტკიცებ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system