თავში

,,საქმის გასარჩევად იქ არავინ წასულა"- არჩილ გაგნიძის და

,,საქმის გასარჩევად იქ არავინ წასულა"- არჩილ გაგნიძის და
,,საქმის გასარჩევად იქ არავინ წასულა- არჩილ გაგნიძის და

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის და ამბობს, რომ მისი ძმა ნარეკვავის დასახლებაში საქმის მოსაგვარებლად ჩავიდა. მისივე თქმით, ტოიოტა ქემრის მგზავრების მიზანი, იქ დარჩენილი ახალგაზრდების წამოყვანა იყო. 

როგორც თიკო გაგნიძე აცხადებს, ის გამოძიებას არ ენდობა, რადგან Google-ის მასალებიდან მისი ძმის გადაადგილების ტრაექტორია წაშლილია.

,,არ ვენდობით გამოძიებას და პროკურატურას. მიზეზი ძალიან ბევრია, თუნდაც ის, რომ წაშლილია ჩემი ძმის "გუგლ მეფის" გადაადგილების ტრაექტორია. არჩილ გაგნიძეს არავისთვის არ შეუგინებია, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, მათ შორის არც ფიზიკური. მეორე დღეს ჩემი ძმა არ არის მარტო იქ, იქ არის ნიკოლოზ რევაზიშვილთან და ვასილ მახარაძესთან ერთად. მათ ეგონათ, რომ ის ბავშვი ვინც წამოიყვანეს, ის არ იყო სახლში მისული. აი ეს იყო რეალურად მიზეზი, სხვა არაფერი. მათ არ იცოდნენ ვინ დაიკარგა. საქმის გასარჩევად იქ არავინ წასულა, განსაკუთრებით "ქემრის" ბიჭები. მოგვარება სხვა არის და საქმის გარჩევა სხვა. ამათი მზაობა იყო ის, რომ იქ დარჩენილი ბავშვები წამოეყვანათ რამე რომ არ მომხდარიყო. რაც მოხდა პირველ მანქანაზე, ეგ არის საქმის გარჩევა,“ - აცხადებს არჩილ გაგნიძის და.   

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system