თავში

საქმის მასალებს 3 მოწმის ჩვენება აკლია - მეგი ბაქრაძის ადვოკატი

საქმის მასალებს 3 მოწმის ჩვენება აკლია - მეგი ბაქრაძის ადვოკატი
საქმის მასალებს 3 მოწმის ჩვენება აკლია - მეგი ბაქრაძის ადვოკატი

საქმის მასალები სრულად გადმოგვეცა, თუმცა ამ საქმის მასალებს 3 მოწმის ჩვენება აკლია, - ამის შესახებ გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა განაცხადა.

ბარამაშვილის განმარტებით, ამ 3 ჩვენებიდან, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 2 ჩვენების შინაარსზე საუბარს აზრი არ აქვს სანამ მათ არ გაეცნობიან. 

"ერთი არის "იმედის" კლინიკის თანამშრომელი, მეორე არის ვაქცინირებული პირი, რომელიც მეგი ბაქრაძესთან ერთად აიცრა და კიდევ ერთი, რომელიც ჩვენ მიერ არა არის იდენტიფიცირებული. ერთი-ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება, აქედანვე გვესმის მისი მნიშვნელობა, დანარჩენ ორზე ვარაუდების გამოთქმას აზრი არ აქვს, სანამ არ გავეცნობით. ამასთან, პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით ვიცი, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის დაწერა უჭირს, თუმცა რატომ, ეს ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა.

დღეს კი, ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system