თავში

საკონსტიტუციო სასამართლო: ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი

საკონსტიტუციო სასამართლო: ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი
საკონსტიტუციო სასამართლო:  ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი

მოქალაქეებმა, რომლებმაც რელიგიური რწმენის გამო უარი თქვეს ID ბარათის აღებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული დავა წააგეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის სარჩელი.

"საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვისას, სხვა მნიშვნელოვან არგუმენტებთან ერთად, დაეყრდნო წმიდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, გაითვალისწინა, რომ სახელმწიფოს მიერ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით არის განპირობებული, კერძოდ: სახელმწიფო დაინტერესებულია, გაიცემოდეს პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურადაა დაცული გაყალბებისგან. სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, რომ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და ამ გზით აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის გეგმის ნაწილს“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system