თავში

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

13-14 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს ნიკა მელიას სარჩელს, რომელიც ეხება მისთვის ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობას.

ნიკა მელიას ინტერსებს საიას იურისტები და გიორგი კონდახიშვილი იცავენ.

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა.

პარლამენტმა ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, "პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ".

საიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები "კანონიერ ძალაში შესული განაჩენი" უნდა განიმარტოს როგორც საქმეზე საბოლოო ინსტანციის - უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000-ს ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, მეორეში კი გაამართლა. ამ განაჩენის შედეგად, ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system