თავში

საკონსტიტუციო სასამართლო სამი დეპუტატის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო სამი დეპუტატის სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო სამი დეპუტატის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს სამი დეპუტატისთვის პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატების - ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. საკითხს განიხილავს პლენუმი ცხრა მოსამართლის შემადგენლობით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system