თავში

საკრებულოს წევრს, რომელსაც შვილებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, პატიმრობა შეეფარდა

საკრებულოს წევრს, რომელსაც შვილებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, პატიმრობა შეეფარდა
საკრებულოს წევრს, რომელსაც შვილებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, პატიმრობა შეეფარდა

თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს, რომელსაც შვილებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

სახელმწიფო მბრალდებელმა, გრემელაშვილის თავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას, მათზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.

მიხეილ გრემელაშვილი წადგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და განმარტავს, რომ მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” მიხეილ გრემელაშვილი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system