თავში

სალხინოს მამათა მონასტერთან დაკავებული 5 ახალგაზრდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სალხინოს მამათა მონასტერთან დაკავებული 5 ახალგაზრდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
სალხინოს მამათა მონასტერთან დაკავებული 5 ახალგაზრდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სალხინოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 5 ახალგაზრდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

გათავისუფლებულია შალვა ჩხიკვაძეც, თუმცა მის მიმართ გამოძიება კვლავ გრძელდება. საგამოძიებო უწყების ცნობით, ის პოლიციის მითითებას არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა და მონასტერში გაამწესა.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვა. ვადის გასვლის შემდეგ მიტროპოლიტ სტეფანეს თანამოაზრე ჩოხოსნებმა და პოლიციამ მათ მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. უკვე რამდენიმე დღეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბული ვითარებაა.

მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ სალხინოს მონასტრის მიმდებარედ აქციები იმართება და გროვდება ხელმოწერები. 

7 ნოემბერს დაწყებული შეხლა-შემოხლისას 10-მდე პირი დააკავეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system