თავში

დღეს მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

ჯერჯერობით უცნობია, გამოცხადდება თუ არა მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში. გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების ცნობით, მას გამოკვლევები უტარდება.

შეგახსენებთ , გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system