თავში

,,სამართალი იზეიმებს!" - თეონა თამაზაშვილი

,,სამართალი იზეიმებს!" - თეონა თამაზაშვილი
,,სამართალი იზეიმებს! - თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია და დანაშაულს ხელს აფარებენ.

,,მკვლელებო და ხელის დამფარებელნო, მოთმინებით დაველოდები უფლის მართლმსაჯულებას!!! სამართალი იზეიმებს!!!", - წერს თეონა თამაზაშვილი. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system