თავში

სანდრა რულოვსი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ტელეფონით გამოკითხეს - ,,დოიჩე ველე"

სანდრა რულოვსი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ტელეფონით გამოკითხეს - ,,დოიჩე ველე"
სანდრა რულოვსი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ტელეფონით გამოკითხეს - ,,დოიჩე ველე

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დაასახელეს.

გამოცემის ცნობით, გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს სანდრა რულოვსის დარწმუნება, რომ ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასულიყო, რის გამოც, ის ტელეფონით გამოკითხეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დღეს სანდრა რულოვსი ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.

გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system