თავში

საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

საბჭოს წევრებმა საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე მერაბ ჯერანაშვილი ფარული კენჭისყრით, ერთხმად აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად ხმათა უმრავლესობის შვიდი წევრის მხარდაჭერა საკმარისი იყო და მას მხარდაჭერა სხდომაზე მყოფმა 13-ვე წევრმა გამოუცხადა.

საბჭოს სხდომაზე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წევრებიდან მხოლოდ ერთი კანდიდატურა დასახელდა. მერაბ ჯერანაშვილის კანდიდატურას სხდომაზე მყოფი ყველა წევრი დაეთანხმა და კენჭისყრამდე მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირა.

საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით ირჩევს. დღევანდელ სხდომას 13 წევრი ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system