თავში

საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე ვერ იწყება - PHOTO

საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე ვერ იწყება - PHOTO
საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე ვერ იწყება - PHOTO

18 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე არ დაწყებულა. საპროტესტო აქციაზე, გუშინ, სულ 37 პირი დააკავეს. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულებმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს, თუმცა ისინი საქალაქო სასამართლოში ჯერ არ მიუყვანიათ. როგორც სასამართლოში ჟურნალისტებს განუმარტეს, პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ოცდაჩვიდმეტივე დაკავებულს მიიყვანენ საქალაქო სასამართლოში. 

საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები, სხვა სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. 

სასამართლომ დაკავებულებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა, როგორც დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, გოგა ონიანმა report.ge-ს განუცხადა, ის აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატების თქმით, დროის სიმცირის გამო მათ ვერ შეძლეს გაცნობოდნენ საქმის მასალებს და ვერც სათანატო მტკიცებულებების მოპოვება შეძლეს. 

" ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ პროცესი გადაიდოს, რათა შევისწავლოთ საქმის მასალები. საქმეში არის რამდენიმე სამართალდამცველის ჩვენება, რომელიც ჩვენთვის სარწმუნო არ არის, აქციის მონაწილეები, მოგეხსენებათ, გუშინ დააკავეს, შესაბამისად, არ გვქონდა საკმარისი დრო საქმის მასალების გასაცნობად" - განაცხადა გოგა ონიანმა.

სამართალდამცველებმა, გუშინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის წევრებისგან გათავისუფლების პროცესში 37 პირი დააკავეს. გამოძიება მათ ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system