თავში

სასაფლაოზე დაკავებული აქტივისტი თავისუფალია

სასაფლაოზე დაკავებული აქტივისტი თავისუფალია
სასაფლაოზე დაკავებული აქტივისტი თავისუფალია

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მისი თქმით, დისტანციურ სასამართლო პროცესზე მან ადვოკატი მოითხოვა, სხდომა კი გადაიდო. 

"მოვითხოვე ადვოკატი, გადაიდო სასამართლო, უნდა გამოვითხოვოთ კამერები. გუშინ იყო ორმაისობა, აღდგომა დღე, მივედი უბრალოდ ჩემი პატარა დის საფლავზე მინდოდა გადამეგორებინა კვერცხი, ვთხოვე პოლიციას, არავინ არ იყო ჩემს გარდა, არ შემიშვეს, ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი ბიძინას დედა ვატირე, ჩემი დის საფლავზე რომ არ მიშვებსთქო. ამის გამო წავიდა ეს პოლიციელი, გადარეკა, მოვიდა და დამაკავეს", - თქვა ნიკა ნარსიამ. 

ნარსიას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system