თავში

სასამართლო დარწმუნდა, რომ ექვსივე არასრულწლოვანი დამნაშავეა - პროკურორი

პროკურორი
სასამართლო დარწმუნდა, რომ ექვსივე არასრულწლოვანი დამნაშავეა - პროკურორი

ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი ერთმანეთთან შეთანხმებული და აშკარა მტკიცებულებები, რითიც სასამართლო უტყუარად დარწმუნდა იმაში, რომ  არასრულწლოვანი ბრალდებულები ნამდვილად არინ დამნაშავეები, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

გუგუტიშვილის თქმით, დაცვის მხარის წარმომადგენლებს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომელიც არასრულწლოვნების უდანაშაულობას დაადასტურებდა. 

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითიც სასამართლო უტყუარად დარწმუნდა იმაში, რომ ექვსივე პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, ნამდვილად არინ დამნაშავეები ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებაში. სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თითოეული მათგანი ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებაში, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. დაცვის მხარის არცერთ წარმომადგენელს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც, რომელიმე ბრალდებულის უდანაშაულობას დაადასტურებდა", - განაცხადა პროკურორმა გუგუტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system