თავში

ბუტა რობაქიძის საქმეზე ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მსჯავრდებულებმა - შინაგან საქმეთა სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, მსჯავრდებულებმა ჩვენება საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცეს და ისინი წლების განმავლობაში განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან.

,,ეს მოწმეები რამდენჯერმე არიან დაკითხული 2012 წლიდან და აბსოლუტურად სხვადასხვა ჩვენებებს იძლევიან. კანონი გვეუბნება, რომ ასეთი მოწმეების ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს", - აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველი ირწმუნება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი პროკურატურამ 19 ნოემბერს ბრალი წაუყენა . 22 ნოემბერს სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა 25 აპრილს ეწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system