თავში

სასამართლომ, არასრულწლოვანთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული გაათავისუფლა

სასამართლომ, არასრულწლოვანთან სქესობრივ დანა
სასამართლომ, არასრულწლოვანთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული გაათავისუფლა

16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი, სასამართლომ, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, მტკიცებულებების უკმარისობის გამო მიიღო. თუმცა პატიმრობაში დატოვა გოგონას ძმა, რომელსაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობა ედება ბრალად.

ცნობისთვის, გუშინ, შსს-მ თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავა.

ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system