
"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ გაათავისუფლა.
დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, გონივრული დრო სჭირდებოდათ, სასამართლომ დააკმაყოფილა. საქმეზე მომდევნო პროცესი 29 აპრილს გაიმართება.