თავში

სასამართლომ ილია ჯიშკარიანს სამსახურეობრივი უფლებამოსილება აღუდგინა

სასამართლომ ილია ჯიშკარიანს სამსახურეობრივი უფლებამოსილება აღუდგინა
სასამართლომ ილია ჯიშკარიანს სამსახურეობრივი უფლებამოსილება აღუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს ბრალდებული წევრი ილია ჯიშკარიანი ხვალიდან სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის შესრულებას შეძლებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ილია ჯიშკარიანს იმ პირებთან, რომლებიც საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიაში იყვნენ, კომუნიკაცია ჰქონდა აკრძალული. დასაკითხი პირები კი ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომლები იყვნენ. აღნიშნული პირები სასამართლოში უკვე დაიკითხნენ, რის გამოც, სასამართლომ წინა განჩინება გააუქმა. შესაბამისად, ჯიშკარიანი 6 თებერვლიდან, ბიუროში მისვლას შეძლებს. 

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ცემასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებსილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system