
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "გირჩი – მეტი თავისუფლების" წევრს, ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილ კანდიდატს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
იმედა კლდიაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ცნობისთვის, პირველ ნოემბერს იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.
როგორც იმედა კლდიაშვილი აცხადებს, მისი პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდებოდა.