თავში

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სასამართლო თვეში ერთხელ განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ვინაიდან საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, არც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის წინაპირობა არსებობდა, შესაბამისად მოსამართლემ ის პატიმრობში დატოვა.

მისივე თქმით, მოსამართლემ ასევე მიიჩნია, რომ ოქრუაშვილის მხრიდან კვლავ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე - ორი გამომძიებელი და შსს-ს პრესცენტრის თანამშრომელი დაიკითხა. 

დაკავებულის ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა პირადად ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს პროცესებზე ძირითადად ისეთი მოწმეები მოჰყავს, ვინც ირაკლი ოქრუაშვილთან შემხებლობაში არ არიან და უბრალოდ იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.  

ცნობისთვის, თავად ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს გაიმართება.  

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system